20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებელი "ევროვიზიის" კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გუშინ ევროვიზიის კონკურსის მიმდინარეობისას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ - 6.

მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ულოცავს უკრაინას დამსახურებულ გამარჯვებას,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული უკრაინა გახდა.



დღის ამბები