20 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
პენსიონერები სესხს შეღავათიანი პროცენტით აიღებენ - გადაწყვეტილება პირველი იანვრიდან ძალაში შედის

პირველი იანვრიდან ძალაში შედის გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც, პენსიონერები სესხს შეღავათიანი პროცენტით აიღებენ. სიახლის შესახებ დღეს პარლამენტში ირაკლი ზარქუამ და ალეკო ელისაშვილმა ისაუბრეს. მათი თქმით, მიღწეული შედეგი ერთობლივი მუშაობის შედეგია. 

"პირველი იანვრიდან, ჩვენს პენსიონერებს მოემსახურება "ლიბერთი ბანკი" უფრო გაუმჯობესებული პირობებით, მათ შორის უფასო თანხის შეტანა-გამოტანა, მათ შორის კომუნალურების გადახდა და რაც მთავარია, ეს არის სესხების ზედა პროცენტი იქნება საპენსიო სესხების 26%. 15%-ს დამატებული ბანკთა შორისი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დაახლოებით არის 11%-მდე,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

განცხადება გააკეთა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.  

"საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც საერთო ძალისხმევით შევძელით ის, რომ ბანკი აღარ გაძარცვავს პენსიონერებს 36, 40 და კიდევ უფრო ძვირ პროცენტად და ასეთ არაადამიანურ პროცენტში არა თუ აღარ მისცემს, ვეღარ მისცემს სესხს და მაქსიმალური იქნება, როგორც ითქვა, 26%,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

დღის ამბები