03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
მერიის თანამშრომლების ტესტირების დაწყებამდე ერთი დღე რჩება

მერიის თანამშრომელთა ტესტირებისთვის მზადება დღეიდან იწყება და ის დღის ბოლომდე დასრულდება.

ხვალიდან კი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში  უნარებში ტესტირებას 600-მდე მსურველი გაივლის.

აუდიტორიაში ვიდეოთვალიც არის დამონტაჟებული, თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ არ იციან, ჩართული იქნება თუ არა კამერები, რადგან მათ მოთხოვნა პროცესის ჩაწერის შესახებ არ წამოუყენებიათ.

გამოცდები ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მონაწილეები 60 საკითხისგან შემდგარ ტესტს დაწერენ.

კონკურსანტებს ორი საათი ექნებათ და მინიმუმ, 45 ქულა უნდა დააგროვონ. პასუხები ხვალვე გახდება ცნობილი. როგორც თბილისის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი აცხადებს, შედეგების განსაზღვრაში ადამიანის ფაქტორი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და პროგრამა თავად დაითვლის ქულებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები