თბილისის ცენტრში ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. აქციაში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეები, მცირე ხნით, საქართველოს პარლამენტთანაც შეჩერდნენ, საბოლოო გაჩერება კი "მთავარი არხის" ოფისია, სადაც სოლიდარობის აქცია ტელევიზიის მხარდასაჭერად გაიმართება.
მედიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ აქციებმა შესაძლოა ხშირი სახე მიიღოს, მათი მთავარი მოთხოვნაა ნიკა გვარამიას თავისუფლება.