საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ტრაპიზონში მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარი სამშობლოში უკვე გადმოასვენეს.
"ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული შემთხვევის შესახებ. დაშავებული 6 მოქალაქიდან, 1 გარდაიცვალა და ის უკვე გადმოსვენებულია სამშობლოში, დანარჩენი 5 მკურნალობის კურსს გადის სხვადასხვა კლინიკაში.
გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ყველა დაშავებული მოქალაქე და მიიღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. ტრაპიზონში გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც დაშავებულების ოჯახის წევრებთან, ასევე მათ მკურნალ ექიმებთან," - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ ტრაპიზონში, ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კლდეს დაეჯახა და ამოტრიალდა.