შრომის ინსპექციის სამსახურსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მთავარი აქცენტი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შრომის კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების შესრულებას ეხება. დოკუმენტს ხელი უწყებათა ხელმძღვანელებმა მოაწერეს.