20 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
პუტინის თბილისში გაზრდილი სიძე, უკრაინის პრეზიდენტის გვარით - ვინ არის იგორ ზელენსკი

ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის პარტნიორი, ცნობილი ბალეტმეისტერი იგორ ზელენსკია. წყვილს საერთო შვილიც ჰყავ. ეს ამბავი მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. პუტინის რუსეთის პრეზიდენტის სიძეს უკრაინის პრეზიდენტის გვარი და ქართული განათლება აქვს. მან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "რადიო თავისუფლება", რომელიც მის ქართველ კოლეგებს ესაუბრა, ვისთანაც იგორ ზელენსკის ქორეოგრაფიული სასწავლებლის წლები და რამდენიმე სპექტაკლი აკავშირებს.

ბალერინა ლალი კანდელაკი მას იხსენებს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოცეკვავეს.

"მე, იგორ ზელენსკის სკოლიდან ვიცნობ. ჩემზე, მართალია, ცოტა უფროსია, მაგრამ მაინც. ძალიან კარგი მოცეკვავე იყო და მერე პეტერბურგში წავიდა. რამდენჯერმე ვიცეკვე მასთან, აქ იყო, თბილისში ჩამოსული. მასთან შევასრულე "აპოლონი","კორსარი“.  აქ დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი, აქ არის გაზრდილი. მან რა თქმა უნდა ქართული იცის, რომ ჩამოდის, ქართულად საუბრობს. ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან, ყოველთვის უყვარდა",- ამბობს ლალი კანდელაკი.

მასზე, როგორც კარგ მოცეკვავეზე საუბრობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეციალისტი, გელა ფაზუაშვილი, რომელიც იგორ ზელენსკის კლასელი იყო და აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის სიძე გამართული ქართულით საუბრობს. 

"სასწავლებელში ვმეგობრობდით, კარგი მოცეკვავე და კარგი ადამიანი იყო. თბილისში, ვაზისუბანში ცხოვრობდა. ძალიან ცდილობდა და მალე შეისწავლა ქართული ენა, სუფთა ქართულით ლაპარაკობდა. ძალიან მხიარული ბიჭი იყო და ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მერე სასწავლებელი რომ დაამთავრა, პეტერბურგში წავიდა ოჯახთან ერთად,"- ამბობს მისი კლასელი, გელა ფაზუაშვილი. 

 

დღის ამბები