20 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
უკანასკნელ გზაზე ტაშით გაცილებული მაესტრო - საქართველო, დღეს, თანამედროვეობის უდიდეს პიანისტს ლექსო თორაძეს დაემშვიდობა

უკანასკნელ გზაზე ტაშით გაცილებული მაესტრო - საქართველო დღეს, თანამედროვეობის უდიდეს პიანისტს, ლექსო თორაძეს დაემშვიდობა. მსოფლიოში ცნობილი პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისი კონსერვატორიაში გაიმართა, ხელოვანს კი პატივი მისმა კოლეგებმა, მოქალაქეებმა და უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებმა მიაგეს. ლექსო თორაძე 1983 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ის აღიარებული იყო თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად. თორაძე აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ დირიჟორებთან და მსოფლიოს მაშტაბით, ასობით კონცერტი აქვს ჩატარებული.

1991 წელს, მუსიკოსი საუთ-ბენდის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა და იქვე დააარსა საფორტეპიანო სტუდია – თორაძე პიანო სტუდიო, რომელმაც მსოფლიოში დიდი აღიარება მოიპოვა. ქართველი პიანისტი 11 მაისს 69 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ლექსო თორაძე დიდუბის პანთეონში დედ-მამის, ცნობილი ქართველი მსახიობის ლიანა ასათიანისა და კომპოზიტორ დავით თორაძის გვერდით დაკრძალეს.

დღის ამბები