20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს, შვიდი წლის ვადით კვლავ "ლიბერთი ბანკი" გასცემს

2023 წლის პირველი იანვრიდან პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს, შვიდი წლის ვადით კვლავ "ლიბერთი ბანკი" გასცემს.

კომისიის წევრებმა ბანკის გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს, შესაბამისი ოქმიც ხელმოწერილია. მთავარი საკითხები შესრულებულია - კომისიის მიერ შემუშავებული პირობების მიხედვით, პირველი იანვრიდან პენსიონერები, სესხებს გაუმჯობესებული პირობებით აიღებენ და წლიური საშუალო საპროცენტი განაკვეთი 26 პროცენტი იქნება. სატენდერო პირობების თანახმად, "ლიბერთი" ბენეფიციარებს, საკომისიოს გარეშე მოემსახურება, მათ შორის კომუნალურების გადახდის დროსაც.

ასევე, ბანკი იღებს ვალდებულებას, მათ საჭიროების შემთხვევაში, ბინაზე მისვლის მომსახურებაც შესთავაზოს.

შეხვედრას, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის წევრები ესწრებოდნენ - ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ილია ღუდუშაური და თამარ ბარკალია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, პარლამენტის წევრები პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ზარქუა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პენსიების და სხვა სოციალური გასაცემლის საბანკო მომსახურებაზე ტენდერი აპრილში გამოაცხადა.

დღის ამბები