"იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანის უფლებათა სამართალში" - იუსტიციის სამინისტროს პროექტის დასკვნითი ღონისძიება საირმეში ჩატარდა.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამინისტრომ სულ 14 პროექტი დააფინანსა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას, ინოვაციური სერვისების დანერგვას და დანაშაულის პრევენციის ეფექტურ უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პროექტი 6 თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად წარიმართა.