ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ საერთაშორისო ტურნირზე მორიგი მედალი მოიპოვა.
53 წლის სპორტსმენმა წარმატებას ესპანეთის ქალაქ გრანადაში მიმდინარე გრანპრიზე მიაღწია. სალუქვაძემ, კაკო მოსულიშვილთან ერთად, შერეულ წყვილებში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქართველმა სპორტსმენებმა 573 ქულა დააგროვეს და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩნენ სერბეთის წარმომადგენლებს.