სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს 2021 წლის ანგარიშის, "სსო მეტრის" პრეზენტაცია გამართა.
საქართველოში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა, უფლებადამცველების და აქტივისტების სამუშაო გარემო - ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ანგარიშში მოხვდა.
"სსო მეტრი" ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც პერიოდულად საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს და ხელისუფლების მხრიდან შესრულებულ რეკომენდაციებს აფასებს.