20 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
15 ივნისიდან თბილისში მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება - ქუჩა სრულად დაიკეტება

15 ივნისიდან თბილისში მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. ქუჩა გადაიკეტება, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

მისი თქმით, კონტრაქტორებთან შეთანხმება მიღწეულია.

თბილისის მერი მოსახლეობას დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

"სამუშაოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 15 ივნისი. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმიტომ, რომ სწავლა დასრულებული იქნება, ბევრი ადამიანი გადის ქალაქიდან და ეს კიდევ შეამსუბუქებს ქალაქში გადაადგილებას. რა თქმა უნდა, ამას თან მოჰყვება გარკვეული დისკომფორტი, რისთვისაც თბილისელებს ვუხდი ბოდიშს, იმიტომ, რომ გარკვეული შეზღუდვები, დისკომფორტი იქნება, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია საუბარი განახლებაზე, წინსვლაზე.

ყველას მოგვწონს როდესაც ჩავდივართ ევროპულ ქალაქებში, თუ როგორ არის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული და თუ გვინდა ჩვენც, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ავიტანოთ ეს გარკვეული დისკომფორტი და შეზღუდვები. ეს ქალაქი მარტო ჩემი არ არის ან თბილსის მთავრობის წევრების ქალაქი, ყველას ქალაქია," - ამბობს კახა კალაძე.

 

​ 

დღის ამბები