20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი Facebook-მომხმარებელ ქეთი წიკალურის მიერ უწყების თანამშრომლის სახელით ქალებზე ძალადობის ტირაჟირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი Facebook-მომხმარებელ ქეთი წიკლაურის მიერ შსს-ს თანამშრომლის სახელით ქალებზე ძალადობის ტირაჟირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, Facebook-მომხმარებელი - ვინმე ქეთი წიკლაური, ქალი პოლიციელის პროფილის ფოტოთი, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე განსხვავებულ მოსაზრებას ტირაჟირებს.

სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფში აღნიშნულ პოსტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და მკაცრად გაკრიტიკდა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰყავს ქეთი წიკლაურის პერსონალური მონაცემით არც მოქმედი და არც ყოფილი პოლიციელი. გაყალბებულია​ Facebook-მომხმარებლის ე.წ. ექაუნთი, სადაც სხვა სახელისა და გვარის მქონე პირი საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევის მიზნით პროვოცირებს და მიზანმიმართულად იყენებს სულ სხვა გვარ-სახელის პატრულ-ინსპექტორის ფოტოებს, რაც ემსახურება პოლიციის დისკრედიტაციას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და უწყების მხრიდან ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება. პოლიცია სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, ასევე, მსგავს ფაქტებზე ატარებს მაქსიმალურ ზომებს, მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. ამ მიმართულებით სამინისტროს საქმიანობა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებში ეფექტიანად და დადებითად შეფასდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს და მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები