ბათუმში სპეციალურად 26 მაისისთვის სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. ზღვისპირა ქალაქში ანბანის კოშკთან თავდაცვის სამინისტრო სპეციალური სამხედრო ტექნიკის გამოფენა ეწყობა.
ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობა. მათ შორის ხელნაკეთი ნივთებისა და ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა ასევე სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა.