20 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"ერთიანობის დერეფანი-ტაში ქართულ ჯარს" - პერფორმანსი სამხედროების მიმართ მადლიერების ნიშნად

"ერთიანობის დერეფანი - ტაში ქართულ ჯარს". "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საზოგადოებამ  ქართული ჯარის მიმართ მადლიერება ამ ფორმით გამოხატა. პერფორმანსს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

ღონისძიება პირველად 2021 წლის 26 მაისს გაიმართა და ტრადიციის სახე მიიღო.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, წელსაც ჩატარდა ღონისძიება "ტაში ქართულ ჯარს." ერთიანობის დერეფნით შევეგებეთ ჩვენს გმირ სამხედროებს, რათა მადლობა გადავიხადოთ მათი წვლილისთვის საქართველოს ერთიანობაში. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზუსტად ამის გამო, უკვე ტრადიციად ჩამოვაყალიბეთ. ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით იგეგმება და ხორციელდება ეს აქტივობა, თუმცა დღეს ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა, 26 მაისს ვულოცავთ მთელს საქართველოს,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

დღის ამბები