ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტის ამუშავების დათქმული ვადები ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა. მიზეზი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
საზღვრის კვეთის პროცედურები საბაჟო გამშვები პუნქტი "კარწახის" მიმართულებით ხორციელდება, რომელიც განსაკუთრებულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციებს შორის,
მუდმივი კომუნიკაციაა, იმისთვის რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, გაზრდილი საერთაშორისო ტვირთები შეუფერხებლად გაატარონ.