"დიმიტრი ამილახვარის ფრანგულ-ქართული სტრატეგიული დიალოგის" ფორმატში თავდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ფრანგ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
მინისტრის მოადგილემ პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საფრანგეთს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა თანამშრომლობის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. განხილვის თემები იყო ასევე ნატო, უკრაინა და ქვეყნის ევროპული კურსი. მინისტრის მოადგილეს ფრანგულმა მხარემ "ღირსების ეროვნული ორდენი" გადასცა.