აქვთ თუ არა კავშირი წუხელ დაკავებულ დავით და გუგა კაკულიებს პარასკევს ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლასთან, რომლის დროს 2 პირი დაიჭრა - კლინიკაში, სადაც დაჭრილი ახალგაზრდები გადიოდნენ მკურნალობას, საქმის გამომძიებელი მივიდა.
ერთ-ერთი დაჭრილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხოლო რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ის უკვე მკურნალობას ბინაზე გადის.
როგორც ერთ-ერთი დაჭრილის, სერგი ქურთიაშვილი დედა ამბობს, მის შვილს, დღეს დაკავებულ ძმებ კაკულიებთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
"ჩემი შვილი არის კარგად, ჯანმრთელად და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით, ვერაფერს ამბობს, იმიტომ რომ არის ძილ-ღვიძილში, რაღაც პროცედურები უკეთდება. არანაირი მოტივი არ არის და არანაირი შემხებლობა ამათთან არ აქვს," - ამბობს სერგი ქურთიაშვილი დედა, ეკატერინე ორჯონიკიძე.
ძმები კაკულიები ორთაჭალაში, ნაქირავებ ბინაში წუხელ დააკავეს, არსებული ინფორმაციით, სახლში პოლიციამ ცეცხლსასროლ იარაღს მიაგნო.
გუგა და დავით კაკულიების სახელი მანამდე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას უკავშირდებოდა.