გელათის ტაძრის დროებითი გადახურვის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. კულტურის მინისტრმა იტალიელ ექსპერტებთან ერთად განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.
მათი თქმით, პირველ ეტაპზე ნაპოვნია სწორი გზა, როგორ მოგვარდეს გამოვლენილი ხარვეზები.
მინისტრის ინფორმაციით, მოჭიქული კრამიტი სრულადაა მოსახსნელი, რის შემდეგაც უნდა შემუშავდეს ახალი გადახურვის პროექტი. როგორც იტალიელმა ექსპერტებმა აღნიშნეს, დაზიანება სერიოზულია, წყალმა ფრესკებამდე ჩააღწია და აუცილებელია, ამ პროცესების შეჩერება, თუმცა ამ ეტაპზე ფრესკებს საფრთხე აღარ ემუქრება.
პრესკონფერენციას სპეციალისტებთან ერთად ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე და მიტროპოლიტი დავით ალავერდელი ესწრებოდნენ.