შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღის აღსანიშნავად ემზადება, ღონისძიება პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის სახელობის ქუჩაზე ხვალ გაიმართება.
ბოლო სამზადისი და გენერალური რეპეტიცია ძალოვანი უწყების ადმინისტრაციული შენობის წინ ცოტა ხნის დასრულდა. ტერიტორიაზე უკვე განლაგებულია საპოლიციო ტექნიკა და სამინისტროს სპეციალური აღჭურვილობა.
ღონისძიებაზე დაგეგმილია ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლები და წარმატებული პოლიციელების დაჯილდოვება. ხვალ ფიცს დადებენ პოლიციის ახალწვეულებიც და აკადემიის მსმენელები.
პოლიციის დღის აღნიშვნა სპეციალურად შემქნილი მუსიკალური ნომრით - ახალი სიმღერის პრემიერით დასრულდება.