20 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
დაჭრილი 15 წლის მოზარდი ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება

დაჭრილი 15 წლის მოზარდი, ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა სტაბილური.

მეცხრე კლასელს ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდისა და მუცლის არეში. დაზიანებების სიმძიმის გამო, მოსწავლის სიცოცხლის გადასარჩენად, ექიმები 2 საათის განმავლობაში იბრძოდნენ. დაჭრილი არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში თვითმხილველებმა გადაიყვანეს.

"აღენიშნებოდა ჭრილობა მუცლის ღრუში, მრავლობითი დაზიანებები ნაწლავების, რომელიც აღდგენილი იქნა ქირურგიული ჩარევით", - ამბობს ექიმი.

დღის ამბები