20 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
ერთ - ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, ჯონ შოულიმ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, ჯონ შოულიმ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა.

ამერიკელი სპეციალისტი, არაერთი წიგნის ავტორი, სამოტივაციო სპიკერი და ბიზნესმენი, საერთაშორისოდ აღიარებული სერვის გურუ - ჯონ შოული საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ესტუმრა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ ტრენინგს სხვადასხვა სასტუმროების, ტურისტული კომპანიებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ჯონ შოულის კომპანიის სერვისის პროგრამით მსოფლიოს 40 ქვეყანაში 2 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

ჯონ შოული კონსულტაციებს უწევს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Hyatt, Sheraton, Coca-Cola, Fedex, Apple, Sales Forse, DHL და სხვა.

დღის ამბები