20 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს ავტობუსი დაეჯახა - დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ჭავჭავაძის გამზირზე 70 წლის კაცს ავტობუსი დაეჯახა.

როგორც "პრაიმტაიმს" ხეჩინაშვილის კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

დღის ამბები