"ლელო - საქართველოსთვის" წევრები ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს ფორმატში შეიკრიბნენ. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, განხილვის მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი იყო. ხელისუფლების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმებაში ხელახლა ჩართვა, პრეზიდენტის მხრიდან ყველა ბერკეტის გამოყენება, რათა მმართველი გუნდი დაუბრუნდეს მიშელის შეთანხმებას, კონსულტაციების დაწყება ევროპელ კოლეგებთან, ეს იმ პუნქტების არასრული ჩამონათვალია, რაც "ლელოს" ლიდერებმა სხდომაზე განიხილეს.
"ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ერთის მხრივ დარჩენილ მოკლე დროში, გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორეს მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით. აქვე დავამატებ, რომ დღეს საქართველო, როგორც არასდროს არის იმ მიზნის მიღწევის მიჯნაზე, რაზეც ქართველი ხალხის 80 % ისწრაფოდა,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.