15 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
19 აპრილის შეთანხმება არ იყო შეთანხმება ევროკავშირთან, ეს უნდა ყოფილიყო შეთანხმება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარ​ის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება არ იყო ევროკავშირთან შეთანხმება. მისივე თქმით, ეს უნდა ყოფილიყო პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება, რომელიც არ შედგა.  

"ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება და ასოცირების დღის წესრიგით, 19 აპრილის შეთანხმება, ეს არ იყო შეთანხმება ევროკავშირთან, ეს იყო შეთანხმება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის - უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი არ მოაწერა და ამით თავისთავად დააზიანა ეს  შეთანხმება.

ჩვენ ვნახეთ, რომ ამ შეთანხმების ინსტრუმენტალიზაციას ცდილობდა, მათ შორის, ოპოზიცია, 100 დღე გავიდა და 8 ოპოზიციური საპარლამენტო პარტიისგან მხოლოდ 4-ს ჰქონდა ხელი მოწერილი,  ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰქონდა ხელი მოწერილი, როდესაც მთავარი პოლარიზატორი  "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ აწერდა ამ შეთანხმებას და თავს ვალდებულად არ იხდიდა, რომ ყოფილიყო ნაწილი დეპოლარიზაციის, შესაბამისად, ეს შეთანხმება ვერ აღწევდა მიზანს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები