15 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ვიზალიბერალიზაციის პერიოდში გიორგი კანდელაკი იყო გამორჩეული, დღეს სალომე სამადაშვილია ლიდერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ქმედებების თვალსაზრისით - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, იმ კამპანიის ლიდერი, რომლის მიზანია საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილია.

"გახსოვთ, რა ხდებოდა ვიზალიბერალიზაციის პერიოდი. მაშინ [გიორგი] კანდელაკი იყო გამორჩეული. დღეს სალომე სამადაშვილია ლიდერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ქმედებების თვალსაზრისით. მაშინ კანდელაკი იყო ლიდერი, მას ჰქონდა შესაბამისი სტატუსი და ის იყო ამ კამპანიის ლიდერი. ახლა სალომე სამადაშვილი და მისი მეგობრები "ნაცმოძრაობიდან" არიან ამ კამპანიის ლიდერები.

რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი ქმედება. ამას სხვა სახელი არ შეიძლება დაერქვას, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც კანდიდატობის საკითხი წყდება, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციის გზაზე, საპირისპირო კამპანიის წარმოება არის მოღალატეობრივი ქმედება. მათი "მესიჯბოქსი" გაჯერებულია საუბრებით პირდაპირ ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლაზე. თან წელიწადნახევარზეა საუბარი. აბსოლუტურად გაუგებარია რაში გამოიხატება დემოკრატიული უკუსვლა", - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები