15 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ერთადერთი, რაშიც მხარდაჭერა არ გავუწიეთ უკრაინას არის ის, რომ არ გავხდით მეორე ფრონტი, დანარჩენი ყველაფერი გავაკეთეთ - ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, რაშიც მხარდაჭერა არ გავუწიეთ უკრაინას, არის ის, რომ არ გავხდით მეორე ფრონტი, დანარჩენი ყველაფერი გავაკეთეთ, პოლიტიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა და სრული სოლიდარობა, რაც ჩვენი მხრიდან გამოიხატა , - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში განაცხადა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა გამოხმაურებებზე, რაც მის ინიციატივას მოჰყვა, როდესაც მან ოპონენტებს მოუწოდა, ჩამოეწერათ რა შეეძლო გაეკეთებინა საქართველოს უკრაინის მხარდასაჭერად და არ გააკეთა.

"იყო რამდენიმე გამოხმაურება - იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არაფორმალური ლიდერის ფეისბუქ - პოსტი, რომელშიც პირდაპირ იყო მოწოდებები ომში მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ეს პირდაპირ ომში ჩართვაა. ანუ ეს იყო იმის ლუსტრაცია, რაც სინამდვილეში უნდათ. ასევე, ალეკო ელისაშვილმა გააკეთა განცხადება პარლამენტში, აქაც იყო საუბარი სამხედრო მხარდაჭერაზე, ნაწილობრივ არალეტალური საშუალებებით მხარდაჭერაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგივე მიზანი არ ამოძრავებს ალეკო ელისაშვილს, რაც „ნაცმოძრაობას“, თუმცა ნებსით ან უნებლიეთ, პრაქტიკულად ისეთი შემოთავაზება გააკეთა, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. მესამე იყო "ლელოს" აბსოლუტურად გაუგებარი ბრიფინგი. იქ იყო საუბარი, რომ ნატოს ჰქონდა რეზოლუცია დაინიცირებული და ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ და საერთოდ სხვა რამის გამო არ დავუჭირეთ იმ რეზოლუციას მხარი ანუ, კონკრეტული ვერაფერი თქვეს", - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები