მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, დღეს ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები ისევ მივლენ. ბრალდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნა კი, სავარაუდოდ 1 კვირაში გახდება ცნობილი. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, სააკაშვილის სრულფასოვანი მკურნალობა საქართველოში შესაძლებელია და მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას.
"ყოველდღე ერთი და იგივე - შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით ქართული საზოგადოება, ვფიქრობ, რომ დაიღალა. ყოველგვარი მცდელობა, რომ როგორმე არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, ბუნებრივია ეს მცდელობა ფუჭად ჩავლილი იქნება. როგორიც არ უნდა იყოს და ვისი დასკვნაც არ უნდა იყოს, ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა. სააკაშვილს მოუწევს შეგუება, რომ ქართული მართლმსაჯულება მის თავზე აღსრულდა.
რაც მალე მოუწევთ ამასთან შეგუება უფრო უკეთესი იქნება პირადად მისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.