21 მაისი 2024,   20:38
ვრცლად
2 ივნისის მდგომარეობით, რუსეთს უკრაინის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული - ქვეყნის აღმოსავლეთით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს

ომის 99-ე დღე უკრაინაში - რუსეთის არმიას ბოლო სამი თვის განმავლობაში დაკავებული ჰქონდა 3 620 დასახლებული პუნქტი, აქედან 1017 გათავისუფლებულია, 2 500-ზე მეტი კი, რუსების ხელში რჩება.

2 ივნისის მდგომარეობით, რუსეთს უკრაინის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, რაც, თითქმის, 125 ათასი კვადრატული კილომეტრია.

რუსეთის მთავარი ძალისხმევა აღმოსავლეთ უკრაინისკენ, კონკრეტულად, სამხრეთ ხარკივის, დონეცკისა და ლუჰანსკისკენაა მიმართული. რუსეთის მიზანი აღმოსავლეთში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევა და დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების მთლიანად დაკავებაა. ლუჰანსკის ოლქი, პრაქტიკულად, რუსეთს აღებული აქვს. მხოლოდ ორი ქალაქი დარჩა, რომელიც კვლავ უკრაინელების კონტროლის ქვეშ რჩება - ეს არის სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი. სევეროდონეცკის 80 პროცენტზე მეტს უკვე რუსი სამხედროები აკონტროლებენ, ლისიჩანსკამდე მისვლას კი ოკუპანტები ვერ ახერხებენ.

თუ რუსული ძალები სევერონოდეცკს სრულად დაიკავებენ, მის მეზობლად არსებული ქალაქი ლისიჩანსკი იქნება ერთადერთი სამოქალაქო დასახლება ლუჰანსკის რეგიონში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს. დაპირისპირება კი გრძელდება ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ დროისთვის უკრაინული მხარე სევეროდონეცკის მეზობლად მდებარე ლისიჩანსკის დასახლებას აკონტროლებს, რაც უკრაინელებს ერთგვარ უპირატესობას აძლევს, რადგან ეს ტერიტორია სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს.

რუსული ძალები საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებენ ბელოგოროვკასა და რუბოვკაზე კონტროლის მოსაპოევებლად და წარმატების შემთხვევაში, მათ საშუალება მიეცემათ დასავლეთიდან შეუტიონ ლისიჩანსკს. მდინარე დონეცის გადაკვეთა რუსეთის სამხედრო ძალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით ლუჰანსკის ოლქზე კონტროლის დამყარებასა და შემდგომ დონეცკის ოლქში გადასვლას შეძლებენ. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, მდინარის გადასაკვეთად და დონეცკის ოლქში შეტევებისთვის ოკუპანტებს, სულ მცირე, ხანმოკლე ტაქტიკური პაუზა დასჭირდებათ, რაც უკრაინის ქვედანაყოფებს გადაჯგუფებისა და თავდაცვითი პოზიციების მომზადების საშუალებას მისცემს.

კიევის, ჟიტომირის, ჩერნიჰივის, პოლტავისა და ზაპოროჟიეს ოლქებში დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. სუმში, მიკოლაივსა და ოდესაში კი აფეთქებები იყო. ომის 99-ე დღეს დაიბომბა უკრაინის დასავლეთ რეგიონები. ოკუპანტებმა იერიში კარპატებში რკინიგზაზე მიიტანეს. დაიღუპა 5 ადამიანი. სარაკეტო დარტყმა მოხდა ლვოვის ოლქზეც. დაშავდა 10-ზე მეტი მოქალაქე. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების გამო, ქვეყანა ყოველდღიურად 60-დან 100-მდე მებრძოლს კარგავს, სხვადასხვა სახის დაზიანებას კი 500-მდე მებრძოლი იღებს.

დღის ამბები