მიხეილ სააკაშვილი "ვივამედში" მისმა ადვოკატმა მოინახულა. დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობს დღითიდღე უარესდება.
რაც შეეხება ექსპერტიზას, ადვოკატი ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ის სამართლიანად ჩატარდება.
"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ გაუმჯობესებული არ არის. პირიქით, მდგომარეობა სტაბილურად უარესდება. თუ ექსპერტიზა ჩატარებული იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ბუნებრივია, ჩვენ მასში მონაწილეობას მივიღებთ. ექსპერტიზა ინიშნება დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში სამხარაულის ბიუროში, თუმცა ექსპერტების ჯგუფის შემადგენლობაში შეყვანილები უნდა იყვნენ ჩვენს მიერ შეთავაზებული ექსპერტები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საზაგლიშვილმა.
დღის მეორე ნახევარში ყოფილ პრეზიდენტს დედა, გიული ალასანია მოინახულებს.