19 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
მედიაწიგნიერების ახალი პროექტი "მედიის გასაღები" დაიწყო

"მედიის გასაღები" - ასე ქვია მედიაწიგნიერების ახალ პროექტს, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ ბავშვებითვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის ფინური მოდელის მიხედვით შექმნა. ონლაინ პლატფორმა, მოზარდებს ფილმებისა და მულტფილების უკეთ გააზრებაში ეხმარება.

ეს არის ონლაინ პლატფორმა, სადაც უკვე განთავსებულია 50-ზე მეტი საბავშვო ფილმის შესახებ საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ონლაინ სივრცეში თავმოყრილია ფილმები ოთხი ასაკობრივი ჯგუფისთვის. თითოეულს აქვს ინდივიდუალური აღწერა და რეკომენდაციები, იმის შესახებ, თუ რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია მოზარდის შემდგომ განვითარებაზე. ფილმები სპეციალურად ამ პროექტისთვის პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და კინოთმცოდეების მიერ არის შერჩეული.

მედიაწიგნიერების ახალი პროექტის დახმარებით, მშობლებს საშუალება ეძლევათ განსაზღვრონ მათი შვილებისთვის რომელი ფილმის ყურება არის რეკომენდირებული. სიახლეს უკვე გაეცნენ მოზარდებიც და პირველი შეფასებებიც გაგვიზიარეს.

"მედიის გასაღები” ევროკომისიის მიერ აღიარებული პროექტია და მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას ფილმების ანალიზით უწყობს ხელს.

 

დღის ამბები