საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას შეხვდა. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.
"გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის (GLOBSEC 2022) ფარგლებში შევხვდი ჩემს კარგ მეგობარსა და კოლეგას უკრაინის რადიდან, ოლექსანდრ მერეჟკოს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და სოლიდარობას უცხადებს მამაც უკრაინელ ხალხს," - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.