15 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
"საუბარი იქნება ერთი წლის განმავლობაში იმ საპარლამენტო საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით" - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტში შალვა პაპუაშვილის ანგარიშის წარდგენა იწყება, რომელსაც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებიან. საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლებიც.  

პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგებს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას წარუდგენს, შედგება პოლიტიკური დებატებიც. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებს. 

"საუბარი იქნება ერთი წლის განმავლობაში იმ საპარლამენტო საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით, ასევე ექნება საუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს გეგმებზე, თუ რას გეგმავს.“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. 

"საპარლამენტო ცხოვრებაში თავმჯდომარის ანგარიში რომელიც ერთი მხრივ, შეაჯამებს გასულ წელს და შემდგომ, ამის საფუძველზევე გაკეთდება სამომავლო ხედვები, იქნება გაზიარებული, რასაკვირველია არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს პარლამენტის ცხოვრებაში. აბსოლუტურად ყველასთვის, ეს საინტერესო ამბავია, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების სტრატეგიასთან მიმართებაში იქნება მნიშვნელოვანი ხედვების შესახებ ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები