საკანონმდებლო ორგანოში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს უსმენენ, კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ კოლეგას სალომე სამადაშვილს მიმართა. ზარქუა სამადაშვილის კრიტიკულმა შეფასებებმა და კითხვებმა გააღიზიანა.
"ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა ხშირად მიწევს ხოლმე. ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე?! რა ტონალობაში გველაპარაკება და მისი გამოსვლით ყოველთვის შეურაცხყოფას რატომ გვაყენებს? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ - ეს ყოველთვის მინდოდა მეთქვა! ხელმოცარული დიპლომატი ხარ, თანაც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს, სადაც რუსეთის აგრესიამ ჩვენი ტერიტორიების 20% შეიწირა, ჩვენი გმირი ბიჭები შეიწირა.
იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს და მხარი დააჭერინე, სადაც ქართველი ბიჭები ომის ესკალაციაში დაადანაშაულე. რა ტონალობაში გველაპარაკები ქალბატონი სალომე?! ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლური ისინი..." - მიმართა ზარქუამ სამადაშვილს.