15 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ბატონო შალვა ხედავთ ცარიელ სკამებს?! სწორედ ეს არის მთავრობის დამოკიდებულება პარლამენტთან - ვაშაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს, კითხვით მიმართა. ვაშაძე დაინტერესდა, თუ რატომ არ ესწრებიან მთავრობის წევრები სრულად სპიკერის ანგარიშის წარდგენას.

"ბატონო შალვა, შეგიძლიათ გაიხედოთ თქვენგან მარცხნივ?! ხედავთ ცარიელ სკამებს?! სწორედ ეს არის მთავრობის დამოკიდებულება პარლამენტთან, თქვენს ანგარიშთან მიმართებაში. თქვენი ვალდებულებაა, რომ ამ ადამიანებს ბოლომდე აქ ყოფნა ვალდებულებაში ჰქონდეთ," - მიმართა ვაშაძემ პაპუაშვილს.

თავის მხრივ შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენა "ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა და არანაირი ვალდებულება არ აქვს მთავრობას მოხსენების შემდგომ კითხვა-პასუხის დისკუსიას დაესწროს.

"ჩახედეთ მე-19 მუხლს პარლამენტის რეგლამენტის, სადაც საერთოდ არ არის საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა დაესწროს ამ სხდომას, და ამ შემთხვევაში ეს ტრადიციაც გაგიკვირდებათ და "ქართული ოცნების" დამკვიდრებულია რომ მთავრობა ესწრება პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებას. მანამდე არც კი არსებობდა პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება. 2019 წლიდან ეს შემოღებული, ახალი რეგლამენტით. არანაირი ამოცანა, რომ მთავრობა იყოს დისკუსიის თუ კითხვა-პასუხის მონაწილე – არ არის. ამიტომ არც აუცილებლობა არ არის მათი აქ ყოფნის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები