03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნით, საკრებულოში ატესტაციის ვიდეოგადაღებაზე იმსჯელებენ

დედაქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით დანიშნული რიგგარეშე სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება.

ოპოზიცია მერიის ტესტირების მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე ვიდეოჩანაწერების გაკეთებას ითხოვს.

ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მერიის იმ თანამშრომლებს, რომელთა უფლებებიც დიდი ალბათობით დაირღვევა, უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ საკუთარი სიმართლე და პროფესიონალიზმი დაამტკიცონ.

მისივე თქმით, ალექსანდრე მარგიშვილს და საატესტაციო კომისიას არ უნდა  მიეცეს საშუალება, რომ ბოლომდე განახორციელონ მათი მიზანი და გაყარონ ადამიანები მერიიდან საკუთარი ნათესავების დასასაქმებლად.

ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა  დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობაში “ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნას მხარს. თუმცა აცხადებენ, რომ ატესტაციის პროცესები  გამჭვირვალე იქნება და ობიექტურად ჩატარდება.

ატესტაციის პროცესზე დაკვირვების სურვილი არასამთავრობოებმაც გამოთქვეს. როგორც ცნობილია, „სამართლიან არჩევნებს“ დედაქალაქის მთავრობამ დამკვირვებლის სტატუსზე უარი უთხრა, დანარჩენ 2 ორგანიზაციაზე  კი მერიის გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები