სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია - პრეზიდენტი შეხვედრას შარლ მიშელთან მართავს
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება, შეხვედრას, ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მართავს - შარლ მიშელთან ერთად გადაღებული ფოტო საქართველოს პრეზიდენტმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გააზიარა.
ჯერჯერობით, უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ შეხვედრაზე.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში, შარლ მიშელის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში "ქალები კონფლიქტებში“. ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი.
ღონისძიებას, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს, აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე.