უკრაინაში შეჭრა, ოკუპაცია და ნატოსთან თავსებადობის გაზრდა - სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება კანონმდებლების წინაშე თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოიუსმინეს. ნახევარსაათიანი მოხსენების შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი.
"ჩვენი ურთიერთობები ნატოსთან ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება, ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე ოთხჯერ ვიყავი მიწვეული და ვმონაწილეობდი ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე. შესაბამისად, უკრაინისთვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს, საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არის სიცრუე,"- აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ომის ვეტერანების დახმარების თანხა ყოველ შემოდგომაზე უნდა იზრდებოდეს.
"100 ლარამდე რომ გაიზარდა 22 ლარიანი დახმარება, ამის თქმა არ მინდა, რადგან ამას უნდა ერქვას სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების გამოხატვა და არა დახმარება. ვფიქრობ, რომ ყოველ შემოდგომაზე უნდა გაეზარდოთ ომის ვეტერანებს დახმარება და ამის ინიციატორი სახელმწიფო უნდა იყოს,"- აცხადებს ელისაშვილი.