19 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
GORBI: რესპონდენტთა 66,2% არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის თხოვნას, რომ დასავლეთმა "ქართული ოცნების" ლიდერებს სანქციები დაუწესოს

"გორბის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ოპოზიციის ნაწილი დასავლეთს სთხოვს "ქართული ოცნების" ლიდერებს სანქციები დაუწესოს, ეთანხმებით? - შედეგები ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 28,9% ეთანხმება; 66,2% არ ეთანხმება; 4,9% ამბობს, რომ არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა "გორბიმ" ჩაატარა. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.

დღის ამბები