15 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ, საქართველოსთვის ახალი, 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა.

ახალი პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პროგრამის მიზანია ფისკალური ბუფერების აღდგენა, ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება, გარე საფრთხეებისადმი მოწყვლადობისა და ინფლაციის შემცირება, ფინანსური სექტორის მდგრადობის შენარჩუნება, ისევე, როგორც უფრო ძლიერი და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. 

დღის ამბები