15 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
ნატოს თავდაცვის მინისტერიალი - რაზე მსჯელობენ მინისტრები მადრიდის სამიტამდე გამართულ ბოლო მოსამზადებელ შეხვედრაზე

დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღეა. ეს არის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელების ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა მადრიდის სამიტამდე, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ და დაამტკიცონ ნატოს უსაფრთხოების ახალი კონცეფცია არსებული გამოწვევების ფონზე.

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ალიანსი აღმოჩნდა რუსული აგრესიის შემდეგ:

გერმანიის თავდაცვის მინისტრის კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, რუსული  აგრესიის შესაკავებლად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის მხარდაჭერის სწრაფი აღმოჩენა:

"უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდგომი მხარდაჭერის ძალიან სწრაფად მიწოდება. ეს შეთანხმდა ჩვენს ლიტველ კოლეგებთან. ეს არის ის, რასაც ვაპირებთ რომ დღეს აქ განვიხილოთ. ამას შეუძლია სამხედროების მხარდაჭერა ძალიან სწრაფად. ეს არის აგრესიის შეკავების სწორი სისტემა, ძალიან სწრაფი მხარდაჭერის გარანტიით. ჩვენ ახლა მოგვიწევს ერთმანეთთან საუბარი, ზუსტად ამ კონფიგურაციის შესახებ. ეს შესაძლებელია, რადგან ბევრი ქვეყანაა ჩართული. ჩვენ მზად ვართ აქაც ვიყოთ ლიდერი. ეს არის ჩვენი წინადადება, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. ეს არის წინადადება, რომელიც ცხადყოფს, რომ ჩვენ ვართ მოკავშირეების მხარეს," - განაცხადა კრისტინ ლამბრეხტმა.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენის თქმით, აღმოსავლეთ  ფლანგის გასაძლიერებლად ძალისხმევა არ უნდა იქნას დაზოგილი:

"შევხვდი ჩემს უკრაინელ და გერმანელ კოლეგებს. ჩვენ გავეცანით უკრაინის სპეციფიკურ მოთხოვნებს . ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და მათ დასახმარებლად მეტი გზის მოძიებას. მნიშვნელოვანია, რომ ძალისხმევა არ დავზოგოთ აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივ ვადიანი სტრატეგია, რაც გულისხმობს თავდაცვასა და შეკავებას. ტრენინგი და დახმარების სწრაფად მიწოდება ეს არის ის, რაზეც ჩვენ მეტწილად ფოკუსს ვაკეთებთ," - განაცხადა კაისა ოლონგრენმა.

დღის ამბები