ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს - ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას იცავს, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს.
"საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს" - აცხადებენ ეროცნულ ბანკში.