15 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ელენე ხოშტარია ფაქტია, რომ რუსეთიდან შესაბამის ფულს იღებს და ბათუმში, ამ თანხებით სავარაუდოდ, ყიდულობს ბინას - დავით მათიკაშვილი 

მმართველი გუნდი ელენე ხოშტარიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. ამის საფუძველი მედიით გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად სოლიდური თანხები ერიცხება. ამავდროულად კი, ის თავად ითხოვს მოსკოვთან დაკავშირებული პირების სანქცირებას.

"ელენე ხოშტარია გახლავთ რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი - ეს მისი პროფესიიდან გამომდინარე. ფაქტია, რომ ის რუსეთიდან შესაბამის ფულს იღებს და ამას არც უარყოფს და მესამე ფაქტია, რომ ის ბათუმში, ამ თანხებით სავარაუდოდ, ყიდულობს ბინას. ეს არის მოვლენების ჯაჭვი და ახლა როგორი განმარტებაც არ უნდა მოძებნოს ელენე ხოშტარიამ, რომ თავი აარიდოს პასუხის გაცემას, თუ რისთვის იღებს ის რუსეთის ფედერაციისგან ამ ძალიან მნიშვნელოვანი ოდენობის თანხებს და როგორ ყიდულობს ბინას ბათუმში, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ რუსეთიდან მის ოჯახს თანხა მართლაც ერიცხება, ეს კი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეობას უკავშირდება.

უფრო კონკრეტულად კი, გოგი ხოშტარია, პოლიტიკოსის მამა, ცნობილი თეატრის მხატვრის მემკვიდრეა და ის უკვე 25 წელია სპექტაკლებიდან ჰონორარს იღებს.

დღის ამბები