15 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
დავით არახამიას კიდევ ერთი ბრალდება საქართველოს მისამართით - რას პასუხობენ ზელენსკისთან დაახლოებულ პოლიტიკოსს საქართველოში

კიევის მორიგი ბრალდებები საქართველოს მისამართით - ომში მყოფი უკრაინა ქვეყანას მორიგ მძიმე ბრალდებას უყენებს. საუბარია რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებაზე, რომელიც მარშალის ფონდში გაკეთდა. დავით არახამიამ ქართული საფინანსო სექტორი, სანქცირებული რუსეთის მოქალაქეების დახმარებაში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება კვლავ არ წარმოუდგენია, მან შტატებს საქართველოს წინააღმდეგ ზომების მიღებისკენაც მოუწოდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც უკრაინელი მაღალჩინოსნის მორიგ დაუსაბუთებელ ბრალდებაზე პასუხს კვლავ ხელისუფლებისგან ითხოვს. სხვა ოპოზიციურ პარტიებს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების რამდენიმე დღით ადრე გაჟღერებული დაუსაბუთებელი ბრალდება ეჭვის საფუძველს უჩენს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ საუბარი სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაზე უსაფუძვლოა.

ჰიბრიდული ომის გაგრძელება - ასე აღიქვეს ზელენსკისთან დაახლოებული პოლიტიკოსის მორიგი ბრალდება მმართველ გუნდში. თბილისში ამბობენ, რომ კიევის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, საქართველოს დისკრედიტირებას უკვე თვეებია მიზანმიმართულად ცდილობს, რაც მხოლოდ ოკუპანტის ინტერესებში შედის.

უკრაინელი მაღალჩინოსნის მორიგი ბრალდების დასაბუთება რომ შეუძლებელია, ამაზე დღეს ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადებაც გავრცელდა. სები განმარტავს, რომ საქართველო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შემადგენელი ნაწილია, რაც ნებისმიერ მანიპულაციას გამორიცხავს.

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია უკვე 100 დღეზე მეტია გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ოფიციალურმა კიევმა თბილისის მიმართულებით არაერთი ბრალდება გააჟღერა, თუმცა ამ დრომდე არცერთი დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.  

დღის ამბები