პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ევროპის მოედანზე გამართულ აქციას დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიეგო კოლასის თქმით, ამაღელვებელია იმის ნახვა, რომ ქვეყანაში ევროპის და ევროპული გზის მიმართ ასეთი სიყვარულია.
"ამაღელვებელია, რომ ქვეყანაში ევროპის, ევროპული გზის მიმართ ასეთი სიყვარულია. სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ იკრიბებიან ამ სიყვარულის საჩვენებლად, ეს მნიშვნელოვანია. არის პოლიტიკური დისკუსიაც, რაც ძალიან კარგია. ეს მისასალმებელი გზაა რათა პროცესი წინ წავიდეს," - განაცხადა კოლასმა.