პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ევროპის მოედანზე გამართულ აქციას დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, მსგავსი საზოგადოებრივი აზრის გამოხატულება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, მათთვის, როგორც დიპლომატებისთვის მხედველობაში მისაღებია.
"ვნახე ხალხი, რომელიც მოვიდა აქ ამ საღამოს, რათა გამოეხატა თავისი აზრი და სურვილი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. აქ სხვა არავითარი პოლიტიკური გზავნილი არ არის. ეს მნიშვნელოვანი განაცხადია, რასაც ჩვენ მხედველობაში ვიღებთ, როგორც დიპლომატები," - თქვა ქნირშმა.