03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ მერიას უსამართლობაში ადანაშაულებს

მერიის თანამშრომლების ატესტაციას „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ უნდობლობას უცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ გასაუბრებებზე დასწრების მოთხოვნით მერიას შესაბამის ვადებში მიმართეს, თუმცა უარი ეთქვათ.

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წევრების განცხადებით, მერიის საატესტაციო გამოცდების პასუხები წინასწარ დარიგდა და თანამშრომლების გათავისუფლებაც არაკანონიერად მოხდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მერიას არ სურს საატესტაციო გამოცდების  გამჭვირვალედ ჩატარება. ლაშა გიორგაძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მერიამ რამდენიმე კონკრეტულ არასამთავრობოს  თხოვნით მიმართა, რომ მხოლოდ ისინი დაკვირვებოდნენ ატესტაციის პროცესს. გიორგაძე ამ ფაქტს უსამართლობად აფასებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები