"შინ ევროპისკენ" - 24 ივნისს თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება. ამავე დღეს შეიქმნება ახალი სამოქალაქო ორგანიზაცია.
აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით, ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო ძლიერი გზავნილი საზოგადოების მხრიდან, რომ მათ სურთ ევროპაში.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 20 ივნისის აქცია უპრეცენდენტო იყო.
"ცხადია ეს ადამიანები ამ პოლიტიკას აპროტესტებენ, რომ მმართველი პარტია ამბობს ჩვენ არ გვინდა ევროპაო. ამ დროს არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდათ რუსეთის გუბერნია. გუშინდელი აქცია იყო უპრეცენდენტო", - აცხადებს ხაბეიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი კი აცხადებს, რომ გუშინდელ აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ.
"გუშინდელ აქციაზე იყვნენ სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები, მათ შორის ჩემი მეგობრებიც "ქართული ოცნების" ამომრჩევლები. ორგანიზატორები კი იყვნენ ენმ-სთან ასოცირებული ადამიანები,"- აცხადებს დავითულიანი.