15 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ევროპას და ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, აღნიშნული აქცია რეალობას არ ასახავს - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, გუშინდელი აქცია არ ასახავს რეალობას, რადგან  ევროინტეგრაციას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

კახა კალაძის თქმით, აქცია ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ახალგაზრდული ფრთის,  „სირცხვილიას“ მიერ.

"პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. 2012 წლიდან ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა, სამუშაო ბევრია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად არსებული დათქმები შესრულდეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მზად არის, ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთოს და ძალიან მალე მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება," - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე კალაძემ განაცხადა, რომ გუშინდელი აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული იყო

"კი, რა თქმა უნდა, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია, არ გაქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით?! „სირცხვილია“ ვის წარმოადგენს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებები არ მოგისმენიათ? აქცია ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და მისი ახალგაზრდული პარტიის ფრთის, რომელსაც ჰქვია „სირცხვილია“. მე არ ვთვლი, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები იყვნენ „ნაციონალები“, ამას არ ვამბობ," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები